AC%20Hero%20w%20discount%20%287%29.png

Live online events

3 days

Online

  • PD points: 19.5
  • PD hours: 20
Presented by Robbie Steinhouse
  • £5.00 excl.

Description


„კურსი შესანიშნავია – მან პირდაპირ მნიშვნელობით შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მოვლენებს სრულიად სხვა კუთხით შევხედე.“

ჰარსა ბიგლი, HR დირექტორი, გაერთიანებული სამეფო

 

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე (20 საათი)

ღირებულება: 1000 ლარი (775 ბრიტანული ფუნტის ნაცვლად)

თარიღი: 13-15 ნოემბერი 

დრო: თბილისის დროით 13:30 - 21:30

აკრედიტაცია: ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია) – იძლევა 20 CCE ქულას ACC, PCC ან MCC აკრედიტაციის განახლებისთვის.

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: ონლაინ (Live Online) 

დარეგისტრირდით აქ

 

კურსის მოკლე აღწერა

ეს პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ნეიროლინგვისტურ პროგრამირებასა (NLP) და ქოუჩინგში. კურსი ასევე იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ღრმა ტრანსფორმაციული ტექნიკები საკუთარი პიროვნული განვითარებისთვის.

კურსის ავტორი და წამყვანია NLP სკოლის დამფუძნებელი, რობი სტაინჰაუსი (Robbie Steinhouse), თანაწამყვან ნიშტ შაჰთან (Nishith Shah) ერთად. პროგრამა აერთიანებს NLP-ის მოწინავე ტექნიკებს, ქოუჩინგის ინსტრუმენტებსა და ტრანზაქციული ანალიზის (TA) თეორიებს.

კურსის გამორჩეული ნაწილია ლიდერობის განვითარების მოდელი, რომელიც ბიზნეს-ფსიქოლოგიის ინტელექტუალურ სიმკაცრეს კომერციული სამყაროს მრავალწლიან გამოცდილებასთან აკავშირებს.

 

რას მიიღებთ კურსისგან?

  • გაიაზრებთ საკუთარ (და სხვების) ლიდერულ ძლიერ მხარეებს და დაინახავთ, სად საჭიროებთ გაუმჯობესებას.

  • მოწინავე NLP ინსტრუმენტების დახმარებით აღმოაჩენთ საკუთარ იდენტობას, მისიას და დასახავთ ცხოვრებისეულ მიზნებს.

  • გააანალიზებთ საკუთარ „ცხოვრებისეულ სცენარს“ (Life Script) და ისწავლით, როგორ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ იგი.

 

რით განსხვავდება ეს კურსი სხვა ქოუჩინგის პროგრამებისგან? რობი ამას ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში განმარტავს: 

 

Course Overview

პროგრამის მიმოხილვა

ლიდერობის მატრიცა (The Leadership Matrix)

წარმატებული ბიზნესების შექმნისა და მართვის 30-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, რობიმ გადაწყვიტა შეექმნა განვითარების ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნეს-ფსიქოლოგიის ინტელექტუალურ სიმკაცრეს კომერციული სამყაროს მრავალწლიან გამოცდილებასთან აერთიანებს. ის არქეტიპების მეშვეობით ხსნის ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის საჭირო უნარებს, სადაც თითოეულს თავისი ინტელექტუალური, ემოციური და პიროვნული გამოწვევები ახლავს.

 

ექვსი პარალელი (The Six Parallels)

ლოგიკურ დონეებზე (Logical Levels) დაფუძნებული სავარჯიშო, რომელიც თავდაპირველად მეწარმეებისთვის შეიქმნა, თუმცა ახლა გაფართოვდა, რათა ჰარმონიაში მოიყვანოს ადამიანის პიროვნული და კოლექტიური სამყაროები.

 

დროის ხაზები (Timelines)

NLP შეისწავლის „სუბიექტური გამოცდილების სტრუქტურას“. ამ გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრო. როგორ აღვიქვამთ დროის ხაზს ჩვენ თავად, და როგორ აღიქვამენ მას ჩვენი კლიენტები.

 

ნაწილები (Parts)

მრავალი ფსიქოლოგიური მოდელი ეფუძნება იდეას, რომ ჩვენი პიროვნება სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. როდესაც ეს ნაწილები ერთმანეთთან კონფლიქტშია, შედეგად ვიღებთ ტანჯვასა და შფოთვას.

ნაწილების ინტეგრაციის (Parts integration) შესწავლისას თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ ან თქვენი კლიენტები ხშირად წინააღმდეგობაში ხართ საკუთარ თავთან რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად: „მძულს ჩემი უფროსი, მაგრამ კარგად უნდა მოვექცე მას, თორემ სამსახურიდან გამათავისუფლებენ“. ორ ცეცხლ შუა ყოფნას, ორი განსხვავებული სუბ-პიროვნებას შორის გახლეჩილ მდგომარეობაში ყოფნას სინქრონული შეუსაბამობა (simultaneously incongruent) ეწოდება.

ჩვენ ასევე შევისწავლით ექვს-საფეხურიან რეფრეიმინგს (Six step re-framing); ეს პროცესი ამტკიცებს, რომ კონკრეტულ ქცევზე პასუხისმგებელია ადამიანის გარკვეული ნაწილი. პრობლემური ქცევების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ამაზე პასუხისმგებელ ნაწილს აქვს სუსტი კომუნიკაცია პიროვნების დანარჩენ ნაწილთან. ამ ტექნიკის წარმატება დამოკიდებულია ამ ნაწილთან ხელახალი კომუნიკაციის დამყარებასა და მისი პოზიტიური განზრახვის (positive intention) დადგენაზე.

 

ჩვენ უფრო ღრმად შევალთ ტრანსაქციულ ანალიზში (TA) და განვიხილავთ:

ინტეგრაცია და დეკონტამინაცია (Integration and Decontamination)

მიზანია ჩამოყალიბდეს ინტეგრირებული ზრდასრული (Integrated Adult), რომელიც ფლობს ეთოსს (Ethos – ღირებულებათა სისტემა) და პათოსს (Pathos – სხვა ადამიანების თანაგრძნობის უნარი).

 

სცენარი, თამაშები, დრამა და ცხოვრებისეული პოზიციები (Script, Games, Drama and Life Positions)

გაიგეთ ქცევის მოდელები და ის, თუ როგორ ყალიბდება პიროვნება ადრეული ბავშვობიდან. ერიკ ბერნს (TA-ს შემქმნელს) სჯეროდა, რომ ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ საკუთარ თავზე იმ ისტორიის გათამაშებაში, რომელიც ადრეულ ასაკში (სავარაუდოდ 5 ან 6 წლისას) „დავწერეთ“. ყველას რომ პოზიტიური ისტორიები დაეწერა, სამყარო ბევრად უფრო ბედნიერი ადგილი იქნებოდა. ზოგიერთი ადამიანი „გამარჯვებულ“ სცენარს წერს, სადაც სიყვარულს იღებს უბრალოდ იმით, რომ არის ის, ვინც არის  - სამწუხაროდ ეს ხშირად არ ხდება. 

 

თამაშები (Games)

პირველად ეს ტერმინი ბერნმა თავის ცნობილ წიგნში „თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ“ (Games People Play) გამოიყენა. ოდესმე ჩაუთრევიხართ სხვა ადამიანს თამაშში? თამაშის სცენარები მოიცავს: „მე კარგად ვარ, შენ არ ხარ კარგად“, „ნახე, რა გამაკეთებინე“, „ნუ ნერვიულობ, მე მივხედავ ყველაფერს“.

ჩვენ გეხმარებით შეამჩნიოთ, როდის ხართ ჩათრეული თამაშში და გაიგოთ, რა შეიძლება ხდებოდეს ამ დროს. ქოუჩინგში და კონსულტირებაში ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, ხომ არ არის კლიენტი ჩართული თამაშში.

 

დრამის სამკუთხედი (The Drama Triangle)

დრამის სამკუთხედი ტრანზაქციულ ანალიზში ფსიქოლოგიური თამაშების ნაწილია, რომელიც ფართოდ გახდა ცნობილი ბერნის წყალობით. ამბობენ, რომ ადამიანები „სამკუთხედში არიან“, თუკი ისინი სამიდან ერთ-ერთ როლს ირგებენ: მდევნელის (Persecutor), მხსნელის (Rescuer) ან მსხვერპლის (Victim). ფრთხილად იყავით მათთან, ვისაც ჩვევად აქვს ამ როლებში ყოფნა, თან გააცნობიერეთ, რომ ამ მახეში დროდადრო ყველ ჩვენგანი ვარდება – და ეს თქვენც გეხებათ!

 

რე-სკრიპტინგი (Re-scripting)

ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც ეფუძნება ტრანზაქციულ ანალიზსა და NLP-ის ინსტრუმენტებს. ბერნს სჯეროდა, რომ ცხოვრებისეული სცენარები ბავშვობაში იქმნება. რე-სკრიპტინგში საშუალება გეძლევათ გამოიკვლიოთ ის იდენტობები, როლები და რწმენები, რომლებიც ქმნიან თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებისეულ სცენარს. აღმოაჩინეთ, როგორია თქვენი ამჟამინდელი სცენარი და შეძლებთ იპოვოთ ახალი სცენარი, რომელიც უფრო მეტად შეგესაბამებათ.

ხელახალი სცენარირების გაგრძელება (Re-scripting continued)

დაასრულეთ ძველი შოუ და დაიწყეთ სრულიად ახალი შოუ.

 

არქეტიპები და მათი ენერგიები (Archetypes and their energies)

კურსზე განვიხილავთ სტივენ გილიგანის „ძალის, სინაზისა და თამაშის“ (Strength, Softness and Playfulness) არქეტიპებს. ასევე შევეხებით გილიგანის სამ გონებას: კოგნიტურ გონებას (Cognitive Mind), სომატურ გონებას (Somatic Mind) და ველის გონებას (Field Mind).

 

დროისა და ენერგიის მენეჯმენტი (Advanced time & energy management)

დროის მენეჯმენტის გასაღები არის აუცილებელი აქტივობების ეფექტურად დაფიქსირება ისე, რომ არ გქონდეთ „საჭიროება“ ყველაფერზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოთ. გონების მოდუნების და ჭეშმარიტად სპონტანური და აწმყოში ყოფნის უნარი უზრუნველყოფს იმ განახლებას, რაც თქვენს სისტემას დატვირთული ცხოვრებისგან სჭირდება. ეს გაძლევთ ენერგიას, იყოთ როგორც პროდუქტიული, ასევე ბედნიერი.

 

საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა (Being good to yourself)

მათ შორის საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების შესრულება, საკუთარ თავში ინვესტირება, საკუთარ თავზე NLP-ის გამოყენება და საკუთარი მისიის აღმოჩენა.

 

 

 

Testimonials



რას ამბობენ კურსდამთავრებულები?

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროგრამამ სრულიად შეცვალა ჩემი მუშაობის სტილი და პრაქტიკა, განსაკუთრებით კლიენტებთან მომზადების პროცესი. კურსი იყო საოცარი გამოცდილება დასაწყისიდან დასასრულამდე.“

დამოუკიდებელი ქოუჩი და სუპერვაიზერი

 

„აბსოლუტურად პირველი კლასის ტრენინგია. ჩემი ცხოვრება ტრანსფორმირდა, ამ პროცესში კი მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას, სითბოსა და პატივისცემას. გამორჩეული პროგრამაა!“

ნაიჯელ დაიერი, დამოუკიდებელი ქოუჩი და ლიდერობის დირექტორი

 

„ახლახან დავასრულე NLP პრაქტიკოსის ტრენინგის სამივე მოდული რობი სტაინჰაუსთან და NLP სკოლასთან ერთად. კურსი იყო უმაღლეს დონეზე ჩატარებული - დატვირთული თეორიითა და ინფორმაციით, რომელსაც ამყარებდა პრაქტიკული ტექნიკები და ინსტრუმენტები, ცოცხალი დემონსტრაციები, სავარჯიშოები, უკუკავშირი და ფინალური მოდულის ბოლოს ჩატარებული საფუძვლიანი შეფასება.

ახლა ქოუჩინგის ბევრად მეტი ინსტრუმენტი მაქვს და გაცილებით უკეთ ვხვდები, თუ როგორ არიან ადამიანები „პროგრამირებულნი“ და როგორ „წავიკითხო“ ეს პროგრამები, როდესაც ისინი ჩემ თვალწინ იშლება. ეს მეხმარება ურთიერთგაგებისა და ნდობის (Rapport) დამყარებაში, ადამიანების უკეთ გაგებაში, რათა დავეხმარო მათ არაეფექტური მოდელების ამოცნობასა და რეაგირების ფორმების შეცვლაში. სწავლის პროცესში საკუთარ თავზეც უამრავი აღმოჩენა გავაკეთე.

ბრწყინვალეა! სრული პასუხისმგებლობით გირჩევთ, როგორც ნამდვილად ღირებულ გამოცდილებას.“

— ელიშა დარსი, Simon Hegele Logistics and Service Ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი

Accreditations

აკრედიტაცია: ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია) – იძლევა 20 CCE ქულას ACC, PCC ან MCC აკრედიტაციის განახლებისთვის.

 

 

Details

გსურთ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაცია?

  • ტელეფონი: +995 598 16 99 93, +995 555 38 14 84 

  • ელ-ფოსტა: ana@nlpschool.com